Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the ultimate-addons-for-gutenberg domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home/labkhazava/public_html/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the astra domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home/labkhazava/public_html/wp-includes/functions.php on line 6114
ხშირად დასმული კითხვები / FAQ – Labkhazava LLC

ხშირად დასმული კითხვები

დიახ, მიწოდება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საკურიერო კომპანია ჯორჯიან ექსპრესის (DHL) -ის საშუალებით.

მაქსიმალურად მჭიდრო, მაგრამ რეალურ ვადებში!

მიწოდების დრო ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კონკრეტულ პროდუქტზე, ასევე სხვადასხვა მწარმოებელთან საწყობში არსებულ მარაგზე. მხედველობაში მიიღება გსურთ შეკვეთის მიღება საზღვაო, საავტომობილო თუ ავიატრანსპორტირებით შერჩეულ გადაზიდვის  საშუალებაზე. ყოველი კონკრეტული შეკვეთის შემთხვევაში ხდება ინდივიდუალურად დადგენა მიწოდების დროის, რომელიც წინასწარ თანხმდება შემკვეთთან.

ვინაიდან კომპანია ლაბხაზავა არ არის ერთი კონკრეტული მწარმოებლის დისტრიბუტორი საქართველოში, არამედ თანამშრომლობს ლაბორატორიული ხაზით უამრავ მწარმოებელთან მსოფლიოს მასშტაბით, ერთი ან რამდენიმე მწარმოებლის პროდუქციაზე კონკრეტული ფასების ფურცელის მომზადება არ ხდება. ეს ასევე გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მინიმუმ წელიწადში ერთხელ ხდება ფასების განახლება მწარმოებლების მხრიდან (შესაძლოა ეს წლის განმავლობაში რამდენჯერმეც მოხდეს), ასევე ხშირია კურსთა შორის სხვაობა და ა.შ. ამიტომ ფასებით დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე და მაქსიმალურად რეალურ ვადებში დაგიანგარიშებთ მიმდინარე დროისთვის კონკრეტულ პროდუქციაზე ფასს.

ლაბორატორიული ხაზით ნებისმიერი მწარმოებლის პროდუქციის მიწოდება შესაძლებელია თუ საქართველიში არ ყავს ექსკლუზიური დისტრიბუტორი და თანახმა იქნება მიმდინარე დროისთვის პროდუქციის მოწოდებაზე. ამისთვის დაგვიკავშირდით, მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო მწარმოებლის პროდუქციის დასახელება, მოდელი ან კატალოგის ნომერი, ჩვენ დავუკავშირდებით და გავარკვევთ მოწოდების დეტალებს: ფასს, დროს, შეკვეთის მინიმალურ რაოდენობას და ა.შ. 

ხშირად მოთხოვნადი ლაბორატორიული პროდუქციის ჩამონათვალი იხილეთ ჩანართში პროდუქცია.

ძირითადად ჩამოგვაქვს ევროპის ქვეყნებიდან: გერმანია, იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, ასევე აშშ-დან, თურქეთიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან და იაპონიიდან.

ძირითადში 100% წინასწარ საავანსო ანგარიშსწორება ინვოისის საფუძველზე.

დამატებით შესაძლებელია მოლაპარაკების საფუძველზე გადახდის ინდივიდუალურ პირობებზე შეთანხმება.

ინვოისის საფუძველზე საბანკო გადარიცხვის გზით მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების სახით (ნაღდი ანგარიშსწორების მეთოდით გადახდა არ ხორციელდება).

კომპანიის სახელწოდება ასოცირებულია მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებასთან – ლაბორატორიული ხაზის გადაწყვეტილებებთან, მომარაგებასა და დისტრიბუციასთან. ამავე დროს დაკავშირებულია კომპანიის დამფუძნებლის გვართან და მოცემული საქმიანობა დაფუძნებულია ძირითადად როგორც საოჯახო ბიზნესი.

გარდა ზემოთაღნიშნულისა, თვითონ სახელწოდება მიჩნეულ იქნა როგორც უნიკალური, არ მეორდება არცერთ სხვა ქვეყანაში. მწარმოებელ და მომწოდებელ კომპანიებს საზღვარგარეთ არ ერევათ არცერთ დისტრიბუტორში, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შესაძლებელია იყოს მსგავსი სახელწოდებებით.

და ბოლოს, ეს არის ქართული ჟღერადობის სახელწოდების დანერგვის მცდელობა თანამედროვე ლაბორატორიულ სფეროში  მსოფლიოს მასშტაბით, ვინაიდან ჩვენ ამ სფეროში უამრავ მწარმოებელ კომპანიასთან ვახორციელებთ  კომუნიკაციას 🙂